ახალი ამბები

კუსტარული სასაკლაოდან ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ – საგამოძიებო

23 დეკემბერი, 2022 • 1226
კუსტარული სასაკლაოდან ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი, ვინც ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდა.

როგორც უწყება ამბობს, ბრალდებულებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ სასაკლაო, სადაც ნებართვის გარეშე და ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფით ამუშავებდნენ ცხენისა და ვირის ხორცს.

სასაკლაო, სადაც ვირისა და ცხენის ხორცს ამუშავებდნენ. ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

„მათ რეალიზაციას ახდენდნენ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან და სასაკლაოდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი, ასევე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც იგეგმებოდა წინასაახალწლოდ“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე, 362- ე და 219-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. სპიკერი თორნიკე ბიბილეიშვილი – საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი