ახალი ამბები

პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩია

22 დეკემბერი, 2022 • 1467
პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩია

22 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა, ახალი ომბუდსმენის შემდეგ, ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის ასარჩევად 100 პარლამენტარის ხმა იყო საჭირო, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტისგან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.

ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ამოიწურა.

კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 ივლისს გამოაცხადა კონკურსი პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის მიზნით.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის, ხოლო ცესკოს წევრების თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის, მოგვიანებით კი, ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი