ახალი ამბები

როსკოსმოსის ყოფილი ხელმძღვანელი რაგოზინი დაჭრეს

22 დეკემბერი, 2022 •
როსკოსმოსის ყოფილი ხელმძღვანელი რაგოზინი დაჭრეს

როსკოსმის ყოფილი ხელმძღვანელ დიმიტრი რაგოზინი დონეცკის ოლქის ოკუპანტ მეთაურ ვიტალი ხოცენკოსთან ერთად დაიჭრა.

რუსული მედიის თანახმად, რაგოზინი დონეცკში იმყოფებოდა “სამხედრო მრჩევლებთან” ერთად, რა დროსაც მისი სასტუმრო დაიბომბა, ხოლო ყოფილი რუსი მაღლჩნოსანი ზურგში დაიჭრა.

იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული მედიის თანახმად, რაგოზინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


დიმიტრი როგოზინი რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ დირექტორი 2018-2022 წლებში იყო.

მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ როგოზინს განიხილავდნენ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთ-ერთი ტერიტორიის ხელმძღვანელის პოსტზე. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი