უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წიანსწარ არ გავრცელებულა. უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქი უკვე დატოვა. როგორ Unian-ს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ზელენსკი ფრონტის ხაზზე მებრძოლებს შეხვდა და ჯარისკაცები დააჯილდოვა.
ამჟამად ბახმუტი ომის აღმოსავლეთ ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეტაკებების ადგილია. ქალაქი დონეცკის ოლქში მდებარეობს.
სწორედ ბახმუტთან ბრძოლაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპა 5 ქართველი მებრძოლი 3 დეკემბერს — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია.