ახალი ამბები

ხაჭაპურიძე პენიტენციურისგან სააკაშვილის ჩანაწერების გადაცემას ითხოვს

20 დეკემბერი, 2022 •
ხაჭაპურიძე პენიტენციურისგან სააკაშვილის ჩანაწერების გადაცემას ითხოვს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართა და სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გადაცემა მოითხოვა.

სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს 14 დეკემბერს დაავალა, დაცვის მხარეს გადასცეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით 2021-წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით სამსახურში დაცული ვიდეომასალა.

„მოვედი, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ გადმოგვეცემა დისკები, მივმართავ პროკურატურას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე და პასუხისმგებელი პირის მიმართ შევიტან სარჩელს და დავუყადაღებ, თუ რამე ქონება გააჩნია“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციურ სამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პასუხი ადრესატს კანონით გათვალისწინებულ ვადებში ეცნობება.

თუ არ შეწყდება სიმულაციები, იძულებული გავხდებით, გარკვეული კადრები გავასაჯაროოთ — ბრეგაძე სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი