ახალი ამბები

ბათუმში, „ვოქსის“ შენობაში, ხანძარია

19 დეკემბერი, 2022 • 10559
ბათუმში, „ვოქსის“ შენობაში, ხანძარია

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ე.წ. „ვოქსის“ შენობაში ხანძარია.

ხანძარი მრავალსართულიანი კორპუსის თავზე მდებარე რესტორანში 18 დეკემბერს, გვიან ღამით გაჩნდა.

როგორც “ბათუმელებს” ადგილზე მყოფმა პირებმა აცნობეს, რესტორანი სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იყო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია ჩართული.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ასევე ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი დაშავებულების შესახებ.

ხანძარი ბათუმში, რესტორან “ვოქსის” შენობაში გვიან ღამით გაჩნდა

მასალა განახლდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი