უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
ლუბინეცი „ტელეგრამზე“ წერს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და საჭიროდ მიაჩნია დარწმუნდეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმიყვანოს უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, განგაშის საფუძველს და შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების სათანადო პირობები ან ხელი შეუწყოს გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში“, — აცხადებს ლუბინეცი.
მისი თქმით, უკრაინა, როგორც დემოკრატიული და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დააკმაყოფილოს სააკაშვილის მოთხოვნა სასჯელის გადავადების შესახებ, რათა მას ევროპაში ან ამერიკაში მკურნალობის საშუალება მიეცეს.
უკრაინა ქართულ მხარეს სააკაშვილის სასჯელის გადავადებისკენ მოუწოდებს