ახალი ამბები

მოშიმშილე დეპუტატებს თემურ ჯანაშია შეუერთდა, ისინი პაპუაშვილმა მოინახულა

16 დეკემბერი, 2022 • 1106
მოშიმშილე დეპუტატებს თემურ ჯანაშია შეუერთდა, ისინი პაპუაშვილმა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში მოშიმშილე სამ დეპუტატს (დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი) თემურ ჯანაშია დაემატა.

ისინი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოინახულა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოშიმშილეებმა ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ, საკანონმდებლო ორგანოში სიმშვიდე იყოს.

„შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების მიღების იძულება, ამიტომ მოვუწოდე მათ, შეწყვიტონ შიმშილობა…

…ასეთი საქციელი, საბოლოო ჯამში, ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს ციხის ადმინისტრაციასთან ან ექიმებთან”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცახდებენ, რომ შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობა მოხდება.

თემურ ჯანაშია წარსულში სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი იყო. ერთ-ერთ საქმეში ის ექსპრეზიდენტთან ერთადაა ბრალდებული.

ენმ-ის დეპუტატების ნაწილი შიმშილობას იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი