ახალი ამბები

ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, როგორმე გადაარწმუნონ შიმშილობისგან – სერგეენკო სააკაშვილზე

14 დეკემბერი, 2022 • 882
ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, როგორმე გადაარწმუნონ შიმშილობისგან – სერგეენკო სააკაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან შიმშილობის გამოცხადება მოსალოდნელი იყო.

თუმცა, მისი თქმით, ამჯერად სააკაშვილის ორგანიზმი ხანგრძლივ შიმშილობას ვერ შეძლებს, რადგან ორგანიზმს ამის რესურსი არ ექნება.

“ამ საკითხის ასე ანგაჟირება არათუ ხელს უწყობს, არამედ აზიანებს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობას. ერთგვარად ველოდი კიდეც საკითხების ასე განვითარებას. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია კლინიკურ მედიცინაში და იცის, რას ნიშნავს პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე, გადავიდა უარყოფით ფაზაში, რაც გამოიხატა შიმშილობის გამოცხადებაში. ეს მოსალოდნელი იყო. ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა და ყველას ვთხოვ, ვისიც სჯერა, რომ როგორმე გადაარწმუნონ ამის გაკეთებისგან[…]

იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, რაც პირველ ჯერზე შეძლო ერთმა ორგანიზმა, მეორე ჯერზე რესურსი უფრო ნაკლები იქნება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა სერგეენკომ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. ხაჭაპურიძის თქმით, გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესს უკავშირდება, რომელზეც სააკაშვილს არ მიეცა არც დასწრების და არც ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.