საზოგადოება

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში“ – დეპუტატი სააკაშვილზე

13 დეკემბერი, 2022 • 1654
„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში“ – დეპუტატი სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალიდან”, დეპუტატი, POSTV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“.

ჯაფარიძემ ეს განაცხადა პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან კამათის შემდეგ, მისი ამსახველი კადრები კი “ფორმულამ” გაავრცელა.

„ვინ კლავს?! მოიხედე ერთი, მოიხედე ერთი –  სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან? ვინ მოწამლა?! გაჩერდი ერთი… მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში. [ამას] ვისაც გინდა, იმას ვეტყვი“, – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძე ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს, „ხალხის ძალას“ შეუერთდა და ტელევიზია „პოსტივის“ საკონტროლო პაკეტი, 52% შეისყიდა [520 000 ლარად].

ვრცლად:

კანონიერია თუ არა დეპუტატის მიერ ტელევიზიის წილის ფლობა

მასალების გადაბეჭდვის წესი