ახალი ამბები

კამპანიის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში უკრაინაში 394 გენერატორი გაიგზავნება

13 დეკემბერი, 2022 • 1521
კამპანიის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში უკრაინაში 394 გენერატორი გაიგზავნება

სამოქალაქო კამპანიის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში შეგროვებული თანხით საქართველოდან უკრაინაში მიმდინარე კვირაში 394 გენერატორი გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას კამპანიის ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათი ცნობით, გენერატორების საერთო სიმძლავრე სამი საშუალო ზომის სოფლის გასანათებლად საკმარისია. მათ შორის არის 160 კილოვატის და 136 კილოვატის სიმძლავრის გენერატორები, რომლითაც კიევის ოლქის ორი ქალაქის – ბიორკას და პერეასლოვ-ხმელნიცკის წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ.

კამპანიის ორგანიზატორები იყვნენ: „პოპულურ რეი“ – ლანა ღვინჯილია, „ნიკა რურუას ფონდი“ – გიორგი რურუა, SEED – ლევან ბუთხუზი, ეკა ასათიანი, ლევან მოსეშვილი.

კამპანიაში მონაწილეობა საქართველოს 4 056-მა მოქალაქემ და 34-მა ბიზნესმა მიიღო. კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიის დაწყებიდან ორ კვირაში ნახევარ მილიონ ლარამდე შეგროვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი