ახალი ამბები

სტუდენტები ჯარის გავლას სწავლის პერიოდშივე შეძლებენ – ღარიბაშვილი

12 დეკემბერი, 2022 • 1304
სტუდენტები ჯარის გავლას სწავლის პერიოდშივე შეძლებენ – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას სწავლის პერიოდშივე შეძლებენ.

მან ეს განცხადება დღეს, 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მანამდე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება რეფორმა, რომლის თანახმადაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, ეს ცვლილება ძალაში 2025 წლიდან შევა.

მისი განცხადებით, გეგმის თანახმად, 23 წლამდე პირებს (სტუდენტებს) 4 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე მოუწევთ სამხედრო ბაზებზე მომზადება, საბოლოოდ კი მათ რიგითის წოდება მიენიჭებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი