ახალი ამბები

გურიაში 47 წლის კაცი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

11 დეკემბერი, 2022 • 721
გურიაში 47 წლის კაცი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

გურიაში, ლანჩხუთში 47 წლის კაცი მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულია 67 წლის კაცი, რომელიც, უწყების ცნობით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

განზრახ მკვლელობა, რასაც მას ედავებიან, 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 47 წლის კაცს ურთიერთშელაპარაკაების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.

დაჭრილი კაცი სააავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი