ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის დამატებით 275 მილიონი აშშ დოლარის დახმარება დაამტკიცა.
პენტაგონის განცხადებით, დახმარების პაკეტი შეიარაღებასა და საარტილერიო სისტემებს მოიცავს, რომელიც დაეხმარება უკრაინას გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა.
როგორც CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე დაწყრდნობით აცხადებს, აშშ-მ თებერვალში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას ჯამში 19 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია.