ახალი ამბები

შოიგუს შვილების დედამ ლიეტუვაში ცხოვრების უფლებაზე სასამართლო წააგო – LTR

9 დეკემბერი, 2022 • 710
შოიგუს შვილების დედამ ლიეტუვაში ცხოვრების უფლებაზე სასამართლო წააგო – LTR

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით (LRT) , რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ყოფილმა პარტნიორმა და შვილების დედამ ლიეტუვაში ცხოვრების უფლებაზე სასამართლო დავა წააგო.

ელენა კამინსკასმა (წარსულში შებუნოვა) ლიეტუვურაში ბინადრობის ნებართვა ამ ზაფხულს დაკარგა, ლიეტუვას ეს გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა.  ახლა ცნობილი გახდა, რომ ვილნიუსის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სასამართლო სხდომა დახურული იყო. თუმცა, როგორც პრესსამსახური სასამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრისას აცხადებს – „ხელმისაწვდომი მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ აპლიკანტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სერგეი შოიგუს ყოფილ მეგობარ ქალ ელენა კამინსკასთან ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, ერთი კი სრულწლოვანი და მას ლიეტუვის მოქალაქეობა აქვს.

ქალს ასევე ჰყავს ორი შვილი ლიეტუვის მოქალაქე ადოლფას კამინსკასთან ქორწინებიდან. ამ უკანასკნელს კი თავად აქვს ორმაგი მოქალაქეობა – რუსეთის და ლიეტუვის.

LRT-ს ინფორმაციით, უახლოეს კვირებში ადოლფას კამინსკას-ის მოქალაქეობის საკითხიც უნდა გაირკვეს.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

შოიგუს შვილს ლიეტუვის მოქალაქეობა აქვს — LRT

 

მასალების გადაბეჭდვის წესი