ახალი ამბები

უკრაინაში გენერატორებს გავაგზავნით – საქართველოს მთავრობა

9 დეკემბერი, 2022 • 750
უკრაინაში გენერატორებს გავაგზავნით – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით უწყება უკრაინაში გენერატორებს შეისყიდის და გააგზავნის.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯანელიძის თქმით საქართველო შესაძლებლობის ფარგლებში სულ ეხმარებოდა უკრაინას და პირველი დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 32 მილიონ ლარს შეადგენს.

„ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა, სხვადასხვა წინადადებების თითქოს განუხილველობის გამო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებებში შევიდა, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ და პრემიერის დავალებით, კონკრეტულად, გენერატორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ხაზით და გაიგზავნება შესაბამისი მხარდაჭერა და ის ტექნიკა, რომელიც მოთხოვნილია, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.


გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის თქვა, რომ უკრაინისთვის გენერატორების მიწოდების თემას “წარმოაჩენენ ისე”, თითქოს კიევი ე.წ. დვიჟოკებს ითხოვს. მანვე გააკრიტიკა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც თქვა, რომ თბილისს არ უპასუხია კიევის თხოვნაზე გენერატორებით დახმარებასთან დაკავშირებით.

რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი