ახალი ამბები

ძალადობისკენ მოწოდება წინასაარჩევნოდ

26 მაისი, 2010 • 1503
ძალადობისკენ მოწოდება წინასაარჩევნოდ

სასამართლომ არ გაუუქმა რეგისტრაცია მოძრაობა ”თავისუფლების” მაჟორიტარ კანდიდატს, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნას საია  ითხოვდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სასამართლოს დეპუტატობის კანდიდატისათვის  რეგისტრაცია უნდა გაეუქმებინა, კანდიდატის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული  ძალადობრივი მოწოდებების გამო.

 სოციალურ ქსელ ფეისბუქში  ”თავისუფლების” მაჟორიტარი კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის გვერდზე ამჟამად წერია, რომ  ”საქართველოში გაიმარჯვა რწმენამ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი”.

 ,,დადგა დრო ფაშისტური და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენისა…

ქართველი კაცის მენტალობაში  არ ზის გეიპარადებიიიი”

,,ყველა გეი დაისჯება …

პირობას ვიძლევი”

,,გეების სისხლი უნდა დაიღვაროს …”

 სადღობელაშვილის გვერდზე  კანდიდატის მიერ გაკეთებული ამ განცხადებების გამო საიამ სასამართლოს მიმართა, ძალადაკარგულად ეცნოთ ცესკოს გადაწყვეტილება სადღობელაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ.

 სადღობელაშვილის გვერდზე ამჟამად ვერ იპოვით 8 მაისს გაკეთებულ პირველ განცხადებას, რომ ”ფაშიზმის და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენის დრო დადგა”, თუმცა გვერდზე ამავე დღის ჩანაწერებში კვლავ არის ძალადობისკენ მოწოდებები.

 საია ირწმუნება, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს წარუდგინეს, სადაც დეპუტატობის კანდიდატი ნაციზმის და ძალადობის პროპაგანდას ეწევა.

 ”აღნიშნული ჩანაწერები წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას, რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლითაც: ,,საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და  ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას” – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელში.

”ფეისბუქში თუ ნებისმიერ საჯარო სივრცეში ფაშიზმსთან და ნაციზმთან, ასევე, ”გეების დასჯასთან” დაკავშირებით  დაპირებების მიცემა ძალადობის პროპაგანდაა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან” – აცხადებს თამარ კორძაია, საიას იურისტი, რომელიც სასამართლოზე ორგანიზაციის ინტერესებს იცავდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს სასამართლოში სარჩელი სოციალურ ქსელზე გაკეთებული განცხადებების გამო შევიდა.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოციაცია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი კანდიდატის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაკეთებული განცხადებები საჯარო სივრცეშია გაკეთებული.  უფრო მეტიც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, მედიად მოიაზრება ინტერნეტიც. შესაბამისად, კანდიდატის მიერ ასეთ სივრცეში გაკეთებული განცხადება საჯარო ინტერესის სფეროა. სარჩელში სწორედ ფეისბუქზე გაკეთებული აგრესიული და ძალადობრივი განცხადებების გავრცელების გამო მოთხოვნილ იქნა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის, როგორც კანდიოდატის რეგისტრაციის შესახებ, განკარგულების ძალადაკარგულად ცნობა, რადგან საარჩევნო კოდექსის 75 -ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, იკრძალება საარჩევნო პროგრამაში ნებისმიერი ძალადობრივი მოწოდება” – განმარტავს კორძაია.

მისივე თქმით, ეს არის ” საზოგადოებისათვის მომავალი საქმიანობის და  მიზნების მოწოდება. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 77 პრიმა მუხლის მე-11 პუნქტის გ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეუძლია იდავოს სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული სუბიექტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის და კანონდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის მე-2 პუნქტის მოთხოვნა”.

დეპუტატობის კანდიდატის  გვერდი ფეისფუქზე კი ღიაა ყველასათვის (მომხმარებლებთან დამეგობრების გარეშეც შეუძლია ყველას მის კედელზე გაკეთებული განცხადებების წაკითხვა) და დღესაც შეუძლიათ წაიკითხონ უცენზურო გამონათქვამები და ძალადობისკენ მოწოდებები, რომელთა ტირაჟირებას ნეტგაზეთი მხოლოდ ერთი მიზეზით ახდენს– მომხმარებელი დეპუტატობის კანდიდატია:

Lado Sadgobelashvili გეი პარადები გაუმართეთ დედათქვენებს– თქვენი სოროსელი დედა შევეცი… ჩასაქოლი ხართ ყველანი;

Lado Sadgobelashvili ცეცხლითა და ხმლით გავუსწორდეთ სოროსელებს…

Lado Sadgobelashvili გეების სისხლი უნდა დაიღვაროს…

Lado Sadgobelashvili ყველა გეი დაისჯება…
პირობას ვიძლევი

Lado Sadgobelashvili ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოვწვათ თავისუფლების ინსტიტუტი და სოროსელები წმინდა ქართული მიწიდან…

Lado Sadgobelashvili საქართველო ჰომოსექსუალების გარეშე!!!!!!

Lado Sadgobelashvili ამათი ულტრა ლიბერალი დედა შევეცი!!!

 თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა და ცესკოს განკარგულება  ლადო სადღობელის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ძალაში დატოვა.

საიას ჯერჯერობით არ მიუღია სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოს არგუმენტაციის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი