ახალი ამბები

უკრაინისთვის 200 მცირე გენერატორის თანხა შეაგროვეს მოქალაქეებმა საქართველოში, კამპანია გრძელდება

7 დეკემბერი, 2022 • 2048
უკრაინისთვის 200 მცირე გენერატორის თანხა შეაგროვეს მოქალაქეებმა საქართველოში, კამპანია გრძელდება

სამოქალაქო ინიციატივა – „გაუზიარე სინათლის“ ფარგლებში, 8 დღის განმავლობაში,  უკრაინაში გასაგზავნად 200 მცირე გენერატორის თანხა შეგროვდა.

კამპანიის ორგანიზატორების თანახმად, 8 დღის განმავლობაში ფული 1176-მა საქართველოს მოქალაქემ გადარიცხა, 9 ადამიანმა გენერატორი პირადად მიაწოდა, რაც უკვე 200 გენერატორია.

რესურსების მოსაგროვებლად და გენერატორების საყიდლად კამპანიის დრო 12 დეკემბრამდე გრძელდება და კამპანიაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ თანხა შესაბამის ანგარიშზე გადარიცხონ. შეგროვებული გენერატორები კი კიევში 24 დეკემბრამდე ჩავა. საქართველოდან გაგზავნილ გენერატორებს კიევში არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს, რომელიც მათ ყველაზე დაზარალებული უბნის 100 სადარბაზოს მიაწოდებს.

ყველა გენერატორს ექნება სტიკერი იმ ადამიანების სახელით და გვარით, ვინც მის ყიდვას შეუწყო ხელი. მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგი ანგარიშის ნომრებზე:

GE07TB7163836070100002 – თიბისი

GE80BG0000000539687194 – საქართველოს ბანკი

თანხის მიმღებია  არასამთავრობო ორგანიზაცია „პოპულუს რეი“, ჩარიცხვისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ „შემოწირულობა“.


ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში  თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.

მიზანი ყინვის დროს ქვეყანაში ენერგეტიკული სფეროს კოლაფსი და ამ გზით მოსახლეობის შანტაჟია, რათა უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტოს.

ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით

მასალების გადაბეჭდვის წესი