ახალი ამბებირეკლამა

საია იწყებს პოდკასტების სერიას-„მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით“.

6 დეკემბერი, 2022 • 489
საია იწყებს პოდკასტების სერიას-„მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას. ამ მიზნით საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, კამპანიას მართავს, რადგან დღემდე მოქმედი, საბჭოთა პერიოდში მიღებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამოა.

პოდკასტების სერიაში საია გაესაუბრება მოსამართლეებს და მოისმენს მათ შეხედულებებს ამ კოდექსთან დაკავშირებით. პირველი პოდკასტის სტუმარი, თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე შოთა გეწაძეა. მოსამართლე ღიად საუბრობს, იმ პრობლემებზე რომელსაც არსებული კოდექსი საქმეების განხილვისას ქმნის და მიაჩნია, რომ კოდექსის რეფორმა აუცილებელია.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ამ კოდექსის რეფორმაზე მუშაობას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, 2022 წელს მზად უნდა იყოს კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომლითაც ,,სისტემურად მოწესრიგდება კანონის არსებული დებულებები და შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მკაფიო ნორმები.

ამასთანავე, ყოველივე ეს განხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით“. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმაზე მუშაობის მესამე მცდელობაა.


მომზადდა საიას მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.