ახალი ამბები

გუდაურში 2800-მეტრიანი საბაგიროს აშენება იგეგმება – ღარიბაშვილი

5 დეკემბერი, 2022 • 1371
გუდაურში 2800-მეტრიანი საბაგიროს აშენება იგეგმება – ღარიბაშვილი

გუდაურში ახალი 2800 მეტრი სიგრძის საბაგიროს აშენება იგეგმება, რომელიც საათში 1 800 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა იქნება საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ასევე დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი