პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„რურუა, კვარაცხელია, ფიჩხაია, ალადაშვილი, მარკელია… 33 ქართველი გმირიდან ბახმუტში/უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები. ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა“, — წერს გიორგი გახარია.
ხუთი ქართველი მებრძოლი ბახმუტთან 3 დეკემბერს დაიღუპა. მათი ქართველი მეთაური კი დაიჭრა.
6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ უთქვამს