შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1987 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს — 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. 62 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული რაჭაში, სოფელ ჭრებალოში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.