ახალი ამბები

ქიმიოთერაპიის უშედეგო კურსის შემდეგ პელე პალიატიურ ზრუნვაზე გადაიყვანეს

3 დეკემბერი, 2022 • 940
ქიმიოთერაპიის უშედეგო კურსის შემდეგ პელე პალიატიურ ზრუნვაზე გადაიყვანეს

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე ქიმიოთერაპიის წარუმატებელი კურსის შემდეგ პალიატიურ მზრუნველობაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

82 წლის პელე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ყოფილ ფეხბურთელს სწორი ნაწლავის სიმსივნე აქვს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი რესპირატორული ინფექციის დიაგნოზიც დაუსვეს.

ექიმების განცხადებით, არასათანადო შედეგების გამო პაციენტს ქიმიოთერაპია შეუწყვიტეს და პალიატიურ ზრუნვაზე გადაიყვანეს, რაც მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას გულისხმობს, როგორიცაა ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი