ახალი ამბები

თბილისი გმობს ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში

2 დეკემბერი, 2022 •
თბილისი გმობს ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ მოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს“, — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 1 დეკემბერს ჩავიდა. მას სოხუმში „ოფიციალური“ შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

სოხუმში მყოფი დუმის სპიკერი დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის „დაახლოებაზე“ მიანიშნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი