პარლამენტის პრესცენტრი იუწყება, რომ „დეოლიგარქიცაზიის შესახებ“ კანონპროექტი ერთობლივი სასამართლო მოსაზრებისთვის გაუგზავნეს ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნოემბრის ბოლოს განაცხადეს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნიდნენ.
საქართველოს პარლამენტს უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული ეს კანონპროექტი. ის „უკრაინულ მოდელს“ ეფუძნება.
„დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობიდან ერთ-ერთია და კანონის მიღებამდე ევროკავშირის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას მიმართეს მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნის რეკომენდაციით.
„ოცნება“ აცხადებდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიას არ გაუგზავნიდა.
ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:
რატომ არ აგზავნის „ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში