ახალი ამბები

სიღნაღში მე-18 საუკუნის თაღი ავტომობილის დაჯახების შედეგად ჩამოინგრა

1 დეკემბერი, 2022 • 964
სიღნაღში მე-18 საუკუნის თაღი ავტომობილის დაჯახების შედეგად ჩამოინგრა

სიღნაღის მერიის ინფორმაციით, მე-18 საუკუნის თაღი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

როგორც მერია იტყობინება, ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და არის ციხე-გალავნის ნაწილი, რომელიც მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით ააგეს.

სიღნაღის მერია აცხადებს, რომ თაღს უახლოეს მომავალში აღადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი