ახალი ამბები

მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა

30 ნოემბერი, 2022 • 534
მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა

საერთაშორისო მედია, მათ შორის CNN და Reuters პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ მადრიდში, უკრაინის საელჩოს შენობაში აფეთქება მოხდა.

ჯერჯერობით მომხდარის დეტალები უცნობია. აფეთქებისას დაშავდა ერთი თანამშრომელი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თავად საელჩოს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

გარეკანი ფოტოს ავტორი უცნობია. წყარო: ტვიტერი

მასალების გადაბეჭდვის წესი