ახალი ამბები

ოქტომბერში ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა — წინასწარი შეფასება

30 ნოემბერი, 2022 • 663
ოქტომბერში ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა — წინასწარი შეფასება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა.

ხოლო 2022 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია.

საქსტატის თანახმად, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი