ახალი ამბები

ვივამედის დირექტორი: არაა გამორიცხული, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს

29 ნოემბერი, 2022 •
ვივამედის დირექტორი: არაა გამორიცხული, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს

კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე ტელეკომპანია „პირველთან“ კომენტარში აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის დიაგნოზებიდან გამომდინარე საშიშროება იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუკი სასამართლოზე ექიმებს გამოკითხავენ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ექიმები ჩვენების მისაცემად მზად არიან:

„მისი თუნდაც დიაგნოზებიდან გამომდინარე, არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მისი მდგომარეობა. ჩვენ სტატუსს შევაფასებთ, თუ ჩვენ გვკითხავენ ამას. პროგნოზს ვერ განვსაზღვრავ, კლინიკურ მიმდინარეობას სხვადასხვა პათოლოგიების [გათვალისწინებით]. არაა გამორიცხული, რომ მდგომარეობა დამძიმდეს“ ,- ამბობს ზურაბ ჩხაიძე ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი