ახალი ამბები

მეგობარი ხალხის უბედურების ხაზგასმით პოლიტიკური დივიდენდების მიღება – ბუაძე საახალწლო სლოგანზე

29 ნოემბერი, 2022 •
მეგობარი ხალხის უბედურების ხაზგასმით პოლიტიკური დივიდენდების მიღება – ბუაძე საახალწლო სლოგანზე

თბილისის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“ საბა ბუაძე ეხმაურება თბილისის მერიის მიერ წლევანდელ საახალწლო სლოგანად „მშვიდობის ქალაქის“ განსაზღვრას.

„მშვიდობის ქალაქის“ საახალწლო ნაძვის ხის ქვემოთ დაწერა არის ახალი წლის საზეიმო განწყობის დამახინჯება და მეგობარი ხალხის უბედურების ხაზგასმით პოლიტიკური დივიდენდების მიღების ყველაზე მდაბიო ფორმა. ვინ დამშვიდდა ამ წარწერის დანახვის შემდეგ? ვინ იგრძნო თავი უკეთესად? ან ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ამ ხელისუფლებამ რამე გააკეთა ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების და სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის?! როგორი მერიც გვყავს, ზუსტად ისეთი წარწერაა!“, — წერს ბუაძე.

„მშვიდობი ქალაქი“ – საახალწლო დეკორაცია თავისუფლების მოედანზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ იქნება. საახალხლო დეკორაცია მერიამ უკვე დაამონტაჟა თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი