ახალი ამბები

პოლონურმა კლინიკამ ოპერაციისას პაციენტებს ფეხბურთს აყურებინა

29 ნოემბერი, 2022 • 667
პოლონურმა კლინიკამ ოპერაციისას პაციენტებს ფეხბურთს აყურებინა

პოლონური კლინიკა (SP ZOZ MSWiA w Kielcach) აცხადებს, რომ ოპერაციის მსვლელობისას პაციენტებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი აყურებინეს.

„პაციენტები, რომლებიც სპინალური ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდნენ, ნამდვილად მოხარულნი დარჩნენ“, – წერს კლინიკა და შესაბამის ფოტოს ავრცელებს.

სპინალური ანესთეზია ადგილობრივი გაუტკივარებაა. ამ დროს პაციენტი საღ გონებაზეა, თუმცა ტკივილს ვერ გრძნობს.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, პოლონეთის ნაკრებმა საუდის არაბეთს ანგარიშით 2:0 მოუგო დ ჯგუფიდან გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პოლონეთი არგენტინას ეთამაშება.

მასალების გადაბეჭდვის წესი