ახალი ამბები

ვიზუალურადაც ეტყობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია — ლომჯარია სააკაშვილზე

28 ნოემბერი, 2022 • 707
ვიზუალურადაც ეტყობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია — ლომჯარია სააკაშვილზე

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვიზუალურადაც ეტყობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შარშანდელთან შედარებით გაუარესებულია.

ამის შესახებ მან დღეს, 28 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს წონა მკვეთრად აქვს დაკლებული და დიდხანს საუბარიც უჭირს.

„მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, იმიტომ, რომ ვხვდები, მას უფრო დიდხანს უჭირს საუბარი. მე არ ვარ ექიმი, თუმცა მახსოვს, როგორი იყო ის შარშან იანვარში გორის ჰოსპიტალში ყოფნისას და ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. ვიზუალურადაც ეტყობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია,  წონა მკვეთრად დაკარგული აქვს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს, 28 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. როგორც სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, ესპქრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ სასამართლოს სხდომას დაესწროს. თუმცა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლოში გადაყვანა არ შეიძლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი