ახალი ამბები

„გლოვოს“ კურიერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

24 ნოემბერი, 2022 • 7093
„გლოვოს“ კურიერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

23 ნოემბერს თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „გლოვოს“ კურიერი დაიღუპა.

ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ფეისბუკზე და „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაღუპულია დავით ქურციკაშვილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი