ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ОДКБ -ს პრობლემებზე კამერების გარეშე ვისაუბროთ” – პუტინი ერევანში

23 ნოემბერი, 2022 •
“ОДКБ -ს პრობლემებზე კამერების გარეშე ვისაუბროთ” – პუტინი ერევანში

ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] სამიტზე, რომელიც ერევანში აქციების ფონზე იმართება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორგანიზაციის პრობლემები ახსენა.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მიღწევებს, პრობლემებსაც ვხედავთ. ამაზე კამერების გარეშე ვისაუბრებთ დღეს დაწვრილებით. თუმცა ჩვენთვის მაინც ცხადია, რომ ОДКБ -ს ფარგლებში ერთობლივ მუშაობას პრაქტიკულ შედეგები მოაქვს და ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტრესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის  დაცვის უზრუნველყოფაში გვეხმარება”, – ციტირებს პუტინს სომხური მედია.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუს. ОДКБ) სამიტი პროტესტის ფონზე იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ორგანიზაციიდან სომხეთის გამოსვლას მოითხოვენ.მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სომხეთმა არაერთხელ მიმართა ორგანიზაციას, რეაგირება მოეხდინა სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტისას, ОДКБ ნეიტრალობას ინარჩუნებს სომხური ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს ფაქტი სომხეთში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, რის გამოც ორგანიზაციის დატოვებას ითხოვენ.

ОДКБ-ს სამიტზე ერევანში ქვეყნის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ორგანიზაციის მუშაობა კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ სომხეთს აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს შესაბამისი მხარდაჭერა ორგანიზაციის ქვეყნის წევრებისგან არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი