ახალი ამბები

კაცი თანაცხოვრებაში მყოფ ქალზე ძალადობდა და სქესობრივ კავშირს აიძულებდა – პროკურატურა

23 ნოემბერი, 2022 •
კაცი თანაცხოვრებაში მყოფ ქალზე ძალადობდა და სქესობრივ კავშირს აიძულებდა – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავეს კაცი, რომელიც თანაცხოვრებაში მყოფ ქალზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა.

უწყება გამოძიებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფ, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობდა და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.

სამართალდამაცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი