გაერთიანებული სამეფო უკრაინას ვერტმფრენებს გადასცემს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თქვა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა რუსეთის შეჭრის შემდეგ, როდესაც უკრაინაში მართვადი საფრენი აპარატი გაიგზავნება.
BBC-ის ცნობით, საუბარია სამ Sea King ტიპის სამხედრო ვერტმფრენზე, რომელთაგან პირველი უკვე ჩავიდა უკრაინაში.
Sea King არის ამერიკული Sikorsky S-61 ვერტმფრენის ამავე სახელწოდების ბრიტანული ლიცენზიით აშენებული ვერსია, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული ვერსიისგან, ბრიტანული წარმოების წყალქვეშა საბრძოლო სისტემებით და სრულად კომპიუტერიზებული ფრენის კონტროლის სისტემით. Sea King ძირითადად შექმნილი იყო წყალქვეშა ომის (ASW) მისიების შესასრულებლად. „ზღვის მეფე“, რომელსაც „ცის ლენდ როვერს“ უწოდებენ, 1969-2018 წლებში იყენებდნენ როგორც სამეფო საჰაერო ძალები, ასევე, საზღვაო ძალები. ბოლო ვერტმფრენი საზღვაო ძალებმა 2018 წელს ჩამოწერეს.
აღნიშნული ვერტმფრენები გამოიყენებოდა ფოლკლენდის კუნძულების ომში, ბოსნიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ასევე, ერაყსა და ავღანეთში.
BBC-ის ცნობით, რამდენიმე ქვეყანამ გაუგზავნა უკრაინას პილოტირებადი საჰაერო ხომალდი კონფლიქტის დაწყების შემდეგ, თუმცა ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კიევის მოთხოვნა გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ.
უოლესმა განცხადება გააკეთა ოსლოდან, სადაც ხვდება მოკავშირეებს, რათა განიხილონ კიევისთვის მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერა, დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ასევე გაუგზავნის დამატებით 10 000 საარტილერიო ტყვიას.
ბენ უოლესის განცხადებას წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქ კიევში და ახალი, 50-მილიონიანი თავდაცვის პაკეტის გამოცხადება უკრაინისთვის, რომელიც მოიცავდა 125 საზენიტო იარაღს და აღჭურვილობას ირანის მიერ მიწოდებული დრონების დასაძლევად. დიდი ბრიტანეთი არის უკრაინის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე დონორი, შეერთებული შტატების შემდეგ.