ახალი ამბები

გორში ბავშვის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით კაცი დააკავეს

22 ნოემბერი, 2022 • 678
გორში ბავშვის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით კაცი დააკავეს

გორში 14 წლამდე ბავშვზე ძალადობის ბრალებით ერთი პირი დააკავეს. დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. საუბარია ქმედებაზე, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით(გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

დაკავებული 60 წლამდე ასაკის კაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი