ახალი ამბები

თელ-ავივის აეროპორტში დააკავეს ქართველები, რომლებიც ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ თავს

21 ნოემბერი, 2022 • 829
თელ-ავივის აეროპორტში დააკავეს ქართველები, რომლებიც ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ თავს

თელ-ავივში, ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც თავს ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედიასაშუალება ავრცელებს.

ინციდენტი 18 ნოემბრის საღამოს, შაბათის დადგომის შემდეგ მოხდა. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ისეთივე თავსაბურავები ეკეთათ, როგორც ორთოდოქს ებრაელ ქალებს და ტანსაცმელიც მათი მსგავსი ეცვათ. ისრაელის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა დაეჭვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ორთოდოქსი ებრაელები შაბათის დადგომის შემდეგ არ დაფრინავენ, რადგან ეს მათთვის რელიგიური წესის დარღვევაა.

საქართველოს ორივე მოქალაქე უკან, საქართველოში გამოაძევეს. ისრაელის მედიასაშუალების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ხშირად ცდილობენ ისრაელში შესვლას შემდგომი, არალეგალური დასაქმების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი