სააგენტო “რესის” ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო საზღვრის დარღვევის” გამო, საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულების შესახებ ქართულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
”რესის” ცნობით კი, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის, მერაბ ჩიგოევის ინფორმაციით, 18 მაისს ზნაურის რაიონში დაკავებული ორი ქართველი მოზარდი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა გუშინ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქის მიმართ, რომლებიც ოსმა ძალოვანებმა ზნაურის რაიონში და ცხინვალის რაიონის სოფელ არცევთან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.