ახალი ამბები

Theneo-ს დამფუძნებელი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

18 ნოემბერი, 2022 • 672
Theneo-ს დამფუძნებელი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

ქართულ-ამერიკული სტარტაპის Theneo-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დაჯილდოვდა ქართული სტარტატების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანა რობაქიძე ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე Web Summit-ის გამარჯვებულია.

Web Summit 1-4 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა და PITCH-ის გამარჯვებულიც ღონისძიების ბოლო დღეს გამოავლინეს.

კონკურსში 100-ზე მეტი სტარტაპი მონაწილეობდა, რომელშიც გამარჯვება, საბოლოოდ, ანა რობაქიძის Theneo-მ მოიპოვა.


Web Summit არის პროგრამისტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება.  წელს ღონისძიებას დაესწრო 70 ათასზე მეტი მონაწილე, რომელთა შორის იყო 2 ათასზე მეტი სტარტაპი.

Web Summit გამორჩეულია იმით, რომ აქ თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ვებდეველოპერები, ინვესტორები და სტარტაპებისთვის არის უნიკალური შანსი როგორც ცნობადობის გასაზრდელად, ისე ინვესტიციების მოსაზიდან.

კონკურსის გამარჯვებული Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რესურსია, რომელიც ვებდეველოპერებსა და კომპანიებს სთავაზობს API დოკუმენტაციის შედარებით სწრაფად და იაფად შექმნას.

ტექნიკური ლექსიკონის მიხედვით, API არის გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისი (პროგრამის კომპონენტი, რომელიც მოიცავს ფუნქციებს, კლასებსა და პროცედურებს და გამოიყენება ამავე პროგრამის სხვა კომპონენტებთან ან გარეშე პროგრამებთან ბრძანებებისა და მონაცემების მიმოცვლისთვის).

უფრო მარტივად, API არის მექანიზმი, რომელიც ორი პროგრამული კომპონენტის ერთმანეთთან კავშირს უზრუნველყოფს. მაგალითად, ამინდის ბიუროს პროგრამულ სისტემაში განთავსებულია ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ. ჩვენს მობილურებში, ამინდის აპლიკაციაში, ეს ინფორმაცია სწორედ API-ის საშუალებით მოდის. ასევე, როდესაც გარკვეულ ნივთს ან მომსახურებას ონლაინ ვყიდულობთ და ვაჭერთ გადახდის ღილაკს, API ამოწმებს ჩვენს საბანკო მონაცემებს, მაგალითად, არის თუ არა საკმარისი თანხა ბარათზე, შემდეგ ამ მონაცემს უბრუნებს ვებსაიტს და სწორედ ამის შემდეგ სრულდება შესყიდვის ოპერაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი