ახალი ამბები

ღარიბაშვილი: კეზერაშვილმა ჯერ ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს

18 ნოემბერი, 2022 • 758
ღარიბაშვილი: კეზერაშვილმა ჯერ ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელს გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდა და ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟსა და შეთქმულებაში დაადანაშაულა.

ღარიბაშვილმა დავით კეზერაშვილს ვაშაძიის “მმართველი” უწოდა.

„როგორ ბედავთ თქვენ, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე. ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ დიქტატორული რეჟიმის, რომელიც ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა. კერძო საკუთრების განცდა და ცნება არ არსებობდა ქვეყანაში.

ძარცვავდა ბატონი კეზერაშვილი, თქვენი მთავარი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, ბიზნესი გაძარცვა და ახლა ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. როგორ აძლევთ საკუთარ თავს, იმის გამო აქეთ გადმოხვიდეთ შეტევაზე. ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, ეს იყო შეთქმულება, ეს არის შეთქმულება“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, მიანიშნებს ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობაზე, თუმცა თავდაცვის ექსმინისტრს ამ კუთხით ბრალი წარდგენილი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი