ახალი ამბები

ჩვენ ვამზადებთ საქართველოს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს – ევროკომისარი

18 ნოემბერი, 2022 •
ჩვენ ვამზადებთ საქართველოს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს – ევროკომისარი

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ამზადებენ ევროკავშირის წევრობისთვის. ამის შესახებ იგი ტვიტერზე წერს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროკავშირის წევრობის მომხრეა. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნის მთელი პოლიტიკური ელიტსთვის და ყველასთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამაზე.

ჩვენ ვამზადებთ საქართველოს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს“, – წერს ვარჰეი.

მასალების გადაბეჭდვის წესი