ახალი ამბები

2 ღამე რედისონში-ჟურნალისტის წინასაარჩევნო თხოვნა თბილისის მერიას

19 მაისი, 2010 • 2682
2 ღამე რედისონში-ჟურნალისტის წინასაარჩევნო თხოვნა თბილისის მერიას

”თბილისის მერიას ვთხოვე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასე ვიღლებით, რაღაც რაღაცეებს ვერ ასწრებს ცოლ ქმარი და ღამე მუშაობაც გვიწევს, 2 ღამის გატარება რედისონში ცოლ-ქმრული მოვალეობისთვის. ამისრულეს, რისთვისაც დიდი მადლობა” – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი ბოჯგუა.


 ჟურნალისტმა ეს განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში  გააკეთა. ინტერვიუ 16 მაისს მოამბის 4 საათის გამოშვებაში გავიდა.

 ქეთი ბოჯგუამ ეს განცხადება მას მოდა 2010 -ის დახურვის ცერემონიალის დროს გააკეთა.

 ქეთი ბოჯგუა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრესსამსახურის უფროსის ბექა კოკაიას მეუღლეა.

 ნეტგაზეთმა საიას აღმასრულებელ დირექტორს მიმართა კითხვით, თუ რას ნიშნავს წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მერიის მხრიდან ჟურნალისტისთვის სასტუმროს დაქირავება და აქვს თუ არა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელს ამ პერიოდში მერიისგან საჩუქრის მიღების უფლება.

 გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობას გადაამოწმებს და შემდეგ გააკეთებს განმარტებას.

ნეტგაზეთმა თბილისის მერიაშიც სცადა ფაქტის გადამოწმება, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას გადამოწმების შემდეგ მოგვაწვდიან.

სასტუმრო ”რედისონში” ნომერი საშუალოდ 280 აშშ დოლარი ღირს.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი