ახალი ამბები

ტოიოტამ მე-5 თაობის პრიუსი წარადგინა

16 ნოემბერი, 2022 • 6036
ტოიოტამ მე-5 თაობის პრიუსი წარადგინა

იაპონურმა მანქანათმწარმოებელმა Toyota-მ ცნობილი მოდელის, Prius-ის მე-5 თაობა წარადგინა.

ახალი პრიუსის პრეზენტაცია 2022 წლის 16 ნოემბერს გაიმართა იაპონიასა და შეერთებულ შტატებში. ევროპაში პრემიერა 5 დეკემბერს გაიმართება.

ფირმის განცხადებით, მე-5 თაობა, რომელსაც „თვალისმომჭრელი დიზაინი“ აქვს, არის „ახალი გვერდი პრიუსის ისტორიაში“.

მე-5 თაობის პრიუსი კვლავ ჰიბრიდული მოდელია (იყენებს შიდა წვისა და ელექტრონული ძრავების კომბინაციას (ანუ მუშაობს როგორც საწვავზე, ასევე ელექტროენერგიაზე – და დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას მხოლოდ ელექტროძრავით).

გაყიდვები ჯერ იაპონიაში, შემდეგ კი შტატებში დაიწყება, მომავალ წელს კი ამავე მოდელის დატენვადი ჰიბრიდის (Plug-in) ვერსიის გაყიდვა დაიწყება.

გაზრდილია სიმძლავრისა და აჩქარების მაჩვენებლებიც. კერძოდ, მწარმოებელი ამბობს, რომ ძველი, ნიკელის ჰიბრიდის ბატარეის ნაცვლად, ახალ მოდელში უფრო მცირე ზომის, მსუბუქი ლითიუმ-იონის ბატარეაა დამონტაჟებული, რის შედეგადაც „თითქმის გაორმაგებულია ცხენის ძალა და აჩქარება“.

მწარმოებლის ცნობითვე, ახალ პრიუსს ასევე ჩამონტაჟებული აქვს მზის ენერგიით დატენვის ფუნქცია, რაც წლიურად იძლევა 1250 კმ-ის გავლისთვის საჭირო ტოლფას ენერგიას.

ახალი მოდელის ექსტერიერიცა და ინტერიერიც საკმაოდ განსხვავდება წინა თაობებისაგან.

ახალი მოდელის ბორბლების ზომა გაზრდილია და ამ მოდელისთვის ტრადიციული 15 ან 17-ის ნაცვლად, 19-დუიმიანია.

პრიუსის პირველი თაობა 1997 წელს გამოვიდა.

 

ამავე თემაზე გირჩევთ

ტოიოტა პრიუსი საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია – სტატისტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი