ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მედვედევის სახელობის ხეივნის გაშენებას გეგმავენ

16 ნოემბერი, 2022 • 1386
აფხაზეთში მედვედევის სახელობის ხეივნის გაშენებას გეგმავენ

2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მადლიერების ნიშნად, აფხაზეთში დიმიტრი მედვედევის სახელობის ხეივნის გაშენებას გეგმავენ. ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია Tass აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრის მილანა ბჟანიაზე დაყრდნობით.

“საჭიროდ მიგვაჩნია, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას და აფხაზეთის ისტორიაში მედვედევის სახელი უკვდავყოთ. შესაბამისად, მოიაზრება ხეივნის გაშენება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქში”, – განაცხადა ბჟანიამ.

რუსეთის ფედერაციამ მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

დიმიტრი მედვედევი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი