ახალი ამბები

რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს, მათ შორის ჯიმ ქერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

14 ნოემბერი, 2022 • 944
რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს, მათ შორის ჯიმ ქერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს, მათ შორის მსახიობ ჯიმ ქერის, სანქციები დაუწესა და რუსეთში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია RIA ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები კანადის მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესებული სანქციების საპასუხოდ შემოიღო.

დღეს, 14 ნოემბერს, კანადამ გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს რუსეთის მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სექტორის 23 წარმომადგენელს, მათ შორის გამომძიებლებს, პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და ციხის ჩინოვნიკებს, რომლებიც რუსი ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ “ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევაში არიან ჩართული”:

ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინას დამატებითი 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის თანახმად, მიმდინარე წელს კანადამ უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს, ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კანადამ 1 400 პირსა და სუბიექტს დაუწესა სანქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი