ახალი ამბები

AP-ის ცნობით, ლავროვი ბალიზე საავადმყოფოში გადაიყვანეს — მოსკოვი უარყოფს

14 ნოემბერი, 2022 • 792
AP-ის ცნობით, ლავროვი ბალიზე საავადმყოფოში გადაიყვანეს — მოსკოვი უარყოფს

Associated Press ინდონეზიის ხელისუფლებაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ G20-ის სამიტზე დასასწრებად ბალიში ჩასული სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯანმრთელობა ინდონეზიაში ჩასვლისას გაუარესდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მათ სამმა წყარომ დაუდასტურა, მათ შორის არიან ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები.

AP-ს მიერ გავრცელებულ ცნობას ლავროვის ავადმყოფობის შესახებ უარყოფენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვან ინფორმაციას „ფეიკიც“ უწოდა. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვს გულთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი