ახალი ამბები

ბოლო 2 დღეში ხერსონში სულ მცირე 14 ადამიანი აფეთქდა, დაიღუპა ერთი

14 ნოემბერი, 2022 •
ბოლო 2 დღეში ხერსონში სულ მცირე 14 ადამიანი აფეთქდა, დაიღუპა ერთი

უკრაინის მიერ ხერსონის ოლქის დაბრუნების შემდეგ, ბოლო 2 დღეში ნაღმებზე აფეთქდა სულ მცირე 14 ადამიანი.  ერთი გამნაღმველი 13 ნოემბერს მუშაობისას დაიღუპა.

დაღუპულის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობის თანახმად, დაღუპულთან ერთად დაშავდა კიდევ 4 სპეციალისტი.

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, ევგენი ენინის ინფორმაციით, ამავე დღეს ნაღმზე აფეთქდა უკრაინის რკინიგზის მანქანა. შემთხვევის დროს მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა გადარჩა, თუმცა მიიღეს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, 13 ნოემბერს ხერსონის ოლქში, დაბა ნოვორაისკში, ნაღმზე აფეთქდა მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი 11 წლის ბავშვია.

12 ნოემბერს ხერსონის ერთ-ერთი საოლქო ადმინისტრაციული შენობის განნღმვისას დაშავდა ერთი პოლიციელი.


რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. 11 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ანექსიისგან გათავისუფლებულ ხერსონში იმყოფებიან. 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ჯარს ოვაციებით დახვდა.

რუსეთის ჯარებმა ხერსონი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში დაიპყრეს. ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკის 12 ნოემბრის განცხადების თანახმად, ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 60 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ხერსონში 60 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი