ახალი ამბები

ჩალაძე იბრძოდა მიშას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ღირსეული ადამიანია – ნადირაძე

11 ნოემბერი, 2022 • 970
ჩალაძე იბრძოდა მიშას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ღირსეული ადამიანია – ნადირაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ეხმიანება გიორგი ჩალაძის მიერ ენმ-ის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურის დაყენებას და ამბობს, რომ ის ღირსეული ადამიანია.

თუმცა, მისი თქმით, პარტიაში ბევრი ღირსეული ადამიანია.

„მისასალმებელია, რომ გიორგი ჩალაძემ დააყენა თავის კანდიდატურა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი მთელი ეს პერიოდი იბრძოდა მიშას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ის არის ღირსეული ადამიანი. თუმცა ამ პარტიაში არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი და იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება მრავალი კანდიდატით[…]

როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, ჩვენ ერთობლივი ძალებით ვრჩებით ბიძინა ივანიშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ, რომ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი“, – განაცხადა „ფორმულასთან“ ირაკლი ნადირაძემ.

სწორედ ირაკლი ნადირაძე იყო ის, ვინც 9 ნოემბერს ენმ-ის წევრებთან ერთად პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარება მოითხოვა.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი