აზერბაიჯანის შსს აცახდებს, რომ დაშლის აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” აქციას, რომელიც 11 ნოემბერს ბაქოს საქალაქო ადმინისტრაციის წინ არის დაგეგმილი, რადგანაც მერიას მასზე სანქცია არ გაუცია.
ოპოზიციის 11 ნოემბრის აქციის გამართვაზე, სადაც მისი მონაწილეები მოითხოვენ შეკრების თავისუფლებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, სახმელეთო საზღვრების გახსნას და დემოკრატიულ არჩევნებს, მერიამ ნებართვა არ გასცა.
“თუკი აქციის გამართვა მიზანშეუწონლად მიიჩნევა, მის გამართვაზე თანხმობა არ გაიცემა, შესაბამისად, მისი გამართვის მცდელობა აღკვეთილი იქნება”, – აცხადებს ქვეყნის შსს-ს პრესსამსახურის უფროსი, ზეინი ჰუსეინოვი.